თანამშრომლობა კიშინოვის (მოლდოვა) სახელმწიფო უნივერსიტეტთან
2024 წლის 12 ივნისს, თსუ იურიდიულ ფაკულტეტმა კიშინოვის (მოლდოვა) სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელ-პროფესორ სერჟიუ ბიეშუს უმასპინძლა. კიშინოვის (მოლდოვა) სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ყოფილ დეკანთან შეხვედრა გამართა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ, რომელსაც ესწრებოდნენ იურიდიული ფაულტეტის პროფესორები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მოლდოვის სამოქალაქო სამართლის რეფორმის ძირითადი ასპექტები, ყურადღება გამახვილდა თსუ-ის იურდიულ ფაკულტეტსა და კიშინიოვის (მოლდოვა) სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.